2010-03-16

ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები თსუ II და III სასწავლო წლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2010/2011 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზე:

ტარტუს უნივერსიტეტი  – სოციალურ და პოლიტიკურ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; იურიდიული ფაკულტეტები (www.ut.ee )

ვილნიუსის უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ. და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ეკონომიკისა და ბიზნესის; იურიდიული ფაკულტეტები (www.vu.lt )

ლატვიის უნივერსიტეტი  – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა.; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.lu.lv )

ბრატისლავას უნივერსიტეტი  – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ. და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ეკონომიკისა და ბიზნესის; იურიდიული ფაკულტეტები (www.uniba.sk )

ვიადრინას უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა.; ეკონომიკისა და ბიზნესის; იურიდიული ფაკულტეტები  (www.euv-frankfurt-o.de/en )

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
  • ერთი რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 3 ეგზემპლარად)
  • 2  ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ


საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 8 აპრილის 12 საათი
(თსუ II კორპუსი, ოთახი 154, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი)
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:  I ეტაპი –  ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება




თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
Print

« იხ. ყველა სიახლე