2010-05-03

იაპონიის მთავრობის სტიპენდიები

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ ისწავლონ იაპონიის უნივერსიტეტებში 2010-2011 აკადემიური წლისათვის   გამოუყო შემდეგი სტიპენდიები:

1.       სტიპენდია მკვლევარი სტუდენტებისთვის (Research Students Program)

2.       სტიპენდია უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სასწავლებლად (Undergraduate students Program)

იაპონიის მთავრობამ ასევე გამოყო სტიპენდიები (განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ იაპონური ენისა და კულტურის სფეროში)

1.       მასწავლებლებისათვის (Teacher Training Students)  

2.       იაპონისტიკის (Japanese Studies Students) სტუდენტებისათვის.


უფრო დეტალური ინფორმაცია თითოეული სტიპენდიის, კონკურსის პირობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სტიპენდიის, შესარჩევი პროცედურის და   წარმოსადგენი დოკუმენტების (სააპლიკაციო ფორმა, სარეკომენდაციო ფორმა, კვლევისა  ა სასწავლო გეგმის ფორმა, ჯანმრთელობის ცნობის ფორმა) შესახებ   გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე:     

http://www.studyjapan.go.jp/en/toj/toj0307e.html#1


საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 11 ივნისი

მისამართი: 7დ კრწანისის ქუჩა.

საკონტაქტო პირი: თეონა ნაცვლიშვილი

ტელ: 75 21 11


 



 

Print

« იხ. ყველა სიახლე