2010-06-17

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2010-2011 სასწავლო სტიპენდიები

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო სტიპენდიები 2010/2011 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატისა და ბაკალავრიატის შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

*       ბაკალავრიატის პროგრამებზე

-          ერთი აკადემიური წელი ბერძნული ენის სერტიფიკატის მოსაპოვებლად, საჭიროებისამებრ

-          უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი პროგრამისათვის განსაზღვრული ვადა (მაგ. 4 წელი, 5 წელი, 6 წელი)

-          დამატებითი დრო რომელიც აპლიკანტს ჭირდება ხარისხის მოსაპოვებლად, არაუგვიანეს   შემდეგი აკადემიური   წლის ივნისისა

*       ბაკალავრიატის შემდგომ პროგრამებზე:

-          ერთი აკადემიური წელი ბერძნული ენის სერტიფიკატის მოსაპოვებლად, საჭიროებისამებრ

-          2 წელი სასწავლო პროგრამისათვის.

სტიპენდია მოიცავს:

-          ერთჯერად თანხას აპლიკანტის ადგილზე ჩასვლისას - 1000 ევროს ოდენობით

-          ყოველთვიურ სტიპენდიას 566 ევროს ოდენობით

-          კვების ხარჯებს

-          ჯანდაცვის ხარჯებს სახელმწიფო კლინიკებში

ასევე ბაკალავრიატის პროგრამებზე:

-          უფასო სწავლებას

-          უფასო სახელმძღვანელოებს

სტიპენდიის მიღების მსურველებმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია

*       ბაკალავრიატის პროგრამებზე

-          სააპლიკაციო ფორმა სამი სასწავლო კურსის არჩევანის მითითებით

-          CV

-          ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

-          ბერძნული ენის სერტიფიკატი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)

-          კანდიდატისა და მისი მშობლების მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი

-      კანდიდატის ქვეყნის შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მას აქვს ამ ქვეყნის უმაღლეს         საგანმანათლებლო   დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება

-          საბერძნეთის დიპლომატიური უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომ კანდიდატსა და მისი მშობლებს ბოლო ხუთი წლის მანძილზე საბერძნეთში არ   უცხოვრიათ

-          1 ფოტოსურათი

-          პასპორტის გვერდების ასლი

 

*       ბაკალავრიატის შემდგომ პროგრამებზე:

-          სააპლიკაციო ფორმა

-          უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი

-          ბერძნული ენის სერტიფიკატი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)

-          საბერძნეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობის წერილი აპლიკანტის ბაკალავრიატის შემდგომ პროგრამებზე ჩარიცხვის ან როგორც დოქტორანტის მიღების შესახებ

-          CV

-          ორი სარეკომენდაციო წერილი მაინც

-          კანდიდატისა და მისი მშობლების მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი

-          1 ფოტოსურათი

-          პასპორტის გვერდების ასლი

 

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 25 ივლისამდე

სააპლიკაციო ფორმები შევსებული და ხელმოწერილი უნდა იყოს აპლიკანტის მიერ. მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები, თარგმნილი ბერძნულ ენაზე თან უნდა დაერთოს სააპლიკაციო ფორმას.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ , ასევე აპლიკაციო ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.greekembassy.ge .

დანართი: სააპლიკაციო ფორმა 1 (ბაკალავრიატის პროგრამები)

                    სააპლიკაციო ფორმა 2 (ბაკალავრიატის შემდგომ პროგრამები)

                  საბერძნეთის უნივერსიტეტების სია
Print

« იხ. ყველა სიახლე