2010-10-06

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ეგვიპტის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად (2011 წლის იანვარი).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა არაბული ენის  ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და არაბულ ენებზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული, მხოლოდ სტუდენტებისთვის)
  • ერთი რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ქართულ და არაბულ ენებზე)
  • ერთი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (მხოლოდ სტუდენტებისთვის)
  • ცნობა სამსახურიდან (მხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის)

 სასწავლო კურსების ხანგრძლივობაა 10 დღე (დამატებით ორი დღე მგზავრობისთვის).

განაცხადების მიღების ბოლო ვადა : 22 ოქტომბრის 12 საათი.  დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ–ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს.
თსუ მეორე კორპუსი
მეორე სართული
ოთახი 237
ტელ: 25 02 12
Print

« იხ. ყველა სიახლე