2011
წლის 17 ივნისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დამამთავრებელი
სემესტრის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართება. ამ ტრადიციას 4
წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ჩამოყალიბდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბი, რომლის ერთ-ერთი პირველი წევრების იმ
წლის კურსდამთავრებულები გახდნენ.
წელს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
10 საათზე საზეიმო ღონისძიებები დაიწყება თსუ V კორპუსში.
V კორპუსის ფოიეში მოწყობილია კუთხე
თითოეული მიმართულების სტუდენტებისათვის. დამამთავრებელი სემესტრის
სტუდენტები ერთმანეთს მიულოცავენ უნივერსიტეტის დამთავრებას. სპეციალურად
მომზადებულ სტენდზე გააკეთებენ სამახსოვრო ჩანაწერებს.
3 საათზე დაგეგმილია ფოტოსესია.
სტუდენტები გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს. ფოტოსესიაში სტუდენტებთან ერთად
მონაწილეობენ პროფესსორ-მასწავლებლებიც. (თსუ V კორპუსის ფოიე).
5 საათზე თსუ VIII კორპუსის სააქტო
დარბაზში ჩატარდება დღის მთავარი ღონისძიება _ სტუდენტების ფაკულტეტის
კურსდამთავრებულთა კლუბში გაერთიანება, საზეიმო კონცერტი და დამამთავრებელი
კურსის სტუდენტების დაჯილდოვება. სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა.
სტუდენტებისათვის მისასალმებელ სიტყვებს წარმოთქვამენ
პროფესორ-მასწავლებლები.