2017-11-28

ლაიდენის უნივერსიტეტის სტიპენდია თსუ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის!

ცხადდება კონკურსი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის 2018/2019 აკადემიური წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. 

კონკურსზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა: 
– GPA  3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი);
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი – IELTS 6.5. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა ქვემოთ ჩამოთვლილი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:exchange@tsu.ge (ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ: ლაიდენის უნივერსიტეტი, თითეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული). 
 
–ბაკალავრის დიპლომის ასლი; 
–CV (ინგლისურ ენაზე, Euro pass-ის ფორმატით);
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
–ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერტიფიკატი.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა:  2017 წლის 11 დეკემბერი 17:00 საათი

ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის მეშვეობით:lela.katsadze@tsu.ge  

შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ განიხილება!
Print

« იხ. ყველა სიახლე