2018-02-12

დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში!

ცხადდება დამატებითი კონკურსი თსუ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია) .

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: 

ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თეოლოგია, არქეოლოგია, ფილოსოფია, ეთიკა, ენები, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, საჯარო პოლიტიკა, გენდერის კვლევა, ჟურნალისტიკა, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, ფსიქოლოგია, გენდერი, იურიდიული, ევროპული კვლევები, თარგმანი (რუსული ფილოლოგია).

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა  ა/წ 21 თებერვლის 16 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: 
- 2017 წლის 3 ან 9 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
- მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS – მინიმალური საშუალო ქულა 6.5)
- უკანასკნელი 3 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერთიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
- უკანასკნელი 3 წლის მანძილზე თსუ დოქტორანტურაში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71); 
- უკანასკნელი 6 წლის მანძილზე საქართველოში ან საზღვარგარეთ მიღებული მაგისტრის დიპლომი (სწავლების ენა ინგლისური).
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით)  დანართი 1
აკადემიური პერსონალი: 
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე; დოკუმენტს ამოწმებთ ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით/ბეჭდით)  დანართი 2

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 
სამი თვე (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი: აპრილი-ივნისი)
პერსონალი:
5 დღე (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი; არაუგვიანეს 2018 წლის 10 მაისისა)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
პერსონალი: 
დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია: 
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა (სტუდენტების შემთხვევაში) და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
Print

« იხ. ყველა სიახლე