ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-10-20

პოტსდამის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ ბაკალავრიატის III, IV, V სემესტრის სტუდენტებისთვის (2012/2013)

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2012/2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის პოტსდამის უნივერსიტეტში ერთსემესტრიანი სწავლის უფლების  მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  თსუ იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   ბაკალავრიატის  III, IV, V  სემესტრის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:


შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2011 წლის 17 ნოემბერს 14:30–ზე,
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები პოტსდამის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან თვითდაფინანსებით. სტუდენტებმა უნდა დაფარონ შემდეგი ხარჯები:

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 ნოემბრის 12 საათი
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ  ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).


შენიშვნა:                     დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
კონკურსზე არ დაიშვებიან 2011/2012 სასწავლო წლის გისენის კონკურსის გამარჯვებულები!




პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული
სასწავლო მიმართულებების ჩამონათვალი


Print

« იხ. ყველა სიახლე