ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-10-20

გისენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ ბაკალავრიატის III, IV, V სემესტრის სტუდენტებისთვის (2012/2013)

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2012/2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გისენის უნივერსიტეტში ერთსემესტრიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის  III, IV, V  სემესტრის სტუდენტებს.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:


შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2011 წლის 17 ნოემბერს 14:30–ზე,
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!


საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 ნოემბრის 12 საათი
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).



შენიშვნა:                     დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
კონკურსზე არ დაიშვებიან 2011/2012 სასწავლო წლის გისენის კონკურსის გამარჯვებულები!
Print

« იხ. ყველა სიახლე