2009-12-02

ბალტიის საერთაშორისო აკადემიის საქართველოს წარმომადგენლობა" გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამებს რიგაში

ბალტიის საერთაშორისო აკადემიის საქართველოს წარმომადგენლობა" გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამებს რიგაში:

** ბიზნესის ადმინისტრირება
** ევროპათმცოდნეობა

სასწავლებლის შესახებ:

"ბალტიის საერთაშორისო აკადემიის" ოფიციალური პარტნიორი საქართველოში არის "საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკი". იგი წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ უმსხვილეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას. მდებარეობს რიგაში და აქვს ფილიალები ლატვიის 7 ქალაქში. ამჟამად აკადემიაში სწავლობს 9000-მდე სტუდენტი, მათ შორის - 100-ზე მეტი ქართველი. აკადემია ფლობს როგორც ლატვიურ, ასევე ევროპულ და საერთაშორისო აკრედიტაციას. ლატვიურ უმაღლეს სასწავლებელებს შორის, "ბსა" რეიტინგით მეორე ადგილზეა. აკადემიაში მოქმედებს გაცვლითი პროგრამები სხვა ევროპულ სასწავლებლებთან.

სასწავლო პროგრამების აღწერა:

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი დონის მენეჯერების მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის. პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებას: ფირმის მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, რისკების მენეჯმენტი, საერთაშორისო მარკეტინგი, პროექტების მართვა, პერსონალის მართვა და სხვა, არამედ ისეთ დისციპლინებსაც, როგორებიც არის - მართვის ფსიქოლოგია, საქმიანი ეთიკა, სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგია და ბიზნეს სამართალი, რაც აუცილებელია ყველა მაღალი რანგის მენეჯერისთვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წარმატებით დასაქმდნენ პროფესიით ან თავად შექმანან და მართონ საკუთარი ბიზნესი.

სწავლების ხანგრძლივობა: 3 სემესტრი.
სწავლების საფასური: 1100 ევრო სემესტრში.

ევროპათმცოდნეობის პროგრამის მიზანია ევროინტეგრაციის საკითხებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. სტუდენტები შეისწავლიან ევროკავშირის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ევროპის ეკონომიკასა და სოციალურ პოლიტიკას, ევროპულ სამართალს, გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, დღევანდელ სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. გარდა ამისა, გააანალიზებენ ევროკავშირის როლსა და ადგილს თანამედროვე გლობალურ სამყაროში. ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი სტუდენტებისთვის, რადგან ლატვიამ უახლოეს წარსულში ევროკავშირში ინტეგრაციის ის გზა განვლო, რომელსაც დღეს საქართველო ადგას. ამდენად, თეორიული ცოდნის გარდა, ლატვიაში სწავლით ფასდაუდებელ პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენთ, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს თქვენს კონკურენტუნარიანობას დასაქმების დროს.

სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი.
სწავლების საფასური: 1000 ევრო სემესტრში.

სწავლების ადგილი: ლატვია, ქ. რიგა.
სწავლების ენა: რუსული, ინგლისური (არჩევით).
სწავლების ფორმა: დასწრებული, დაუსწრებელი, დისტანციური (არჩევით).
სწავლის დასაწყისი: 2010 წლის 15 იანვარი.

"ბალტიის საერთაშორისო აკადემია" ლატვიაში წამსვლელებს უზრუნველყოფს შენგენის ვიზით, ანიჭებს ლატვიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას, გარდა ამისა გამოუყოფს ადგილს აკადემიის სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელში.

მიღება:

საქართველოდან გაგზავნილი სტუდენტები თავისუფლდებიან ყველა ადგილობრივი გამოცდისგან. აკადემიაში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ უცხო ენის ტესტის საფუძველზე (რუსული, ინგლისური). ტესტირება ტარდება აკადემიის საქართველოს წარმომადგენლობაში.

განაცხადები მიიღება 2009 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე 11-დან 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

მისამართი: თბილისი. თაბუკაშვილის 3ა (ყოფილ "კოლმეურნეობის მოედანთან"), საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკის შენობა,
მე-2 სართული, ოთახი 5
ტელ: 93-89-49, 92-24-41
მობილური: 899 70 20 44
ელფოსტა: info@maski.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.maski.edu.ge | http://www.bsa.edu.lv


Print

« იხ. ყველა სიახლე