2010-06-22

თურქულ–ყაზახური უნივერსიტეტის საბაკალავრო სტიპენდია

ყაზახეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე ყაზახეთში ქ. თურქისტანში დაარსებული ჰოჯა აჰმეთ იასევის სახელობის თურქულ–ყაზახური უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2010–2011 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამებზე –საქართველოსთვის გამოყოფილია 1 ადგილი და შესაბამისი სტიპენდია მოსამზადებელ კურსზე. მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.yesevi.edu.tr. ბროშურები აღნიშნული სტიპენდიის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 237).
Print

« იხ. ყველა სიახლე