2017-05-31

თსუ-გორდელას 10 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი "თსუ-გორდელა" 10 წლის გახდა!
ანსამბლმა იუბილესთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრში გამართა კონცერტი. წარდგენილი იყო განახლებული პროგრამა რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა!  
უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ ანსამბლის წევრები და ხელმძღვანელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ანსამბლს ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას შემოქმედებით ცხოვრებაში!

ფოტოებისთვის მადლობა პაატა ვარდანაშვილს (www.paata.ge).


Print

« იხ. ყველა სიახლე