2018-03-31

პრემიერა - სტუმარ-მასპინძელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრის "სხვენი" სპექტაკლის "სტუმარ-მასპინძელი" პრემიერა გაიმართა. რეჟისორის გოგი გომურაშვილის თქმით, სპექტაკლი არის სინთეზური და წარმოადგენს ექსპერიმენტს, მასში გაერთიანდა პანტომიმა, ქორეოგრაფია, დრამა, ვოკალი. დადგმის ქორეოგრაფია - პაატა მხეიძე, მხატვარი - თამარ გურგენიძე. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თეატრის დასი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. ღონისძიება თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე