ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-10

თსუ ფუტსალი

8 მაისს თსუ-ის ფუტსალის გუნდმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფარგლებში, მეტოქე თავართქილაძის უნივერსიტეტი იყო, რომელიც ჩვენი გუნდის მსგავსად, მიმდინარე ჩემპიონატში წაუგებლად ასპარეზობდა და თსუ-ს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩებოდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მეტოქის სიძლიერეს ემატებოდა ისიც, რომ თსუ-ს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე ერთი ბურთით ვმარცხდებოდით კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა შეძლო თამაშის შემობრუნება და საკმაოდ კარგი ანგარიშით (6-3) გაიმარჯვა.

მომდევნო შეხვედრას ფუტსალის გუნდი 22 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს უნივერსიტეტთან გამართავს. მატჩი დაიწყება 16:00 საათზე



Print

« იხ. ყველა სიახლე