2011-05-25

თსუ-მ სუპერ ლიგაში ვერცხლის მედალი მოიპოვა!

24 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა სუპერ ლიგის ფინალური შეხვედრის მეოთხე ტურის შეხვედრები თსუ-ს და არმიას შორის . ანგარიში იყო 2-1, მოგების შემთხვევაში თსუ ინარჩუნებდა შანსს ებრძოლა ჩემპიონობისთვის.
თამაში მეტად დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, რომლის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. არმიამ 4 ქულით გაიმარჟვა 65-61 და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ხოლო თსუ მეორე ადგილზე გავიდა, რაც ძალიან დიდი წარმატება თსუ-ს კალათბურთელებისთვის.

Print

« იხ. ყველა სიახლე