ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-25

კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კორპორაციული ფინანსების მიმართულებაში


კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კორპორაციული ფინანსების მიმართულებაში

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი, კორპორაციული ფინანსების მიმართულება
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი


კორპორაციული ფინანსების მიმართულება აერთიანებს მომსახურებათა ფართო სპექტრს: ფინანსური მოდელირება და ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, ინდუსტრიების კვლევა, პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, ბაზრების ანალიზი მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ ჭრილში, პროექტის ეკონომიკური ეფექტის შეფასება, დიუ დილიჯენსი და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები, სასამართლო ექსპერტიზა, ბიზნესის ღირებულების დადგენა, აქტივების შეფასება და სხვა.



ფუნქცია/მოვალეობები

• კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
• პროექტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
• ხელმძღვანელის ზედამხედველობით სამუშაო პროცედურების ჩატარება 
• პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
• პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
• სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის და/ან ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო დონის ცოდნა (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
• ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა 
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I ტესტირება 
II გასაუბრება 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - კორპორაციული ფინანსები“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01.12.2019 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.


Print

« იხ. ყველა სიახლე