ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-18

გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია, CCT Chemicals coating Trading LLC"

CCT Chemicals coating Trading LLC" აცხადებს გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას: 
კომპანია დაარსდა 2012 წელს თბილისში. აწარმოებს და ყიდის ხისა და მეტალის საღებავებს ქალაქ რუსთავში იტალიურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. "CCT Chemicals coating Trading LLC" 2018 წელს იწყებს გაფართოებას. კანდიდატი იმუშავებს იტალიელ და ქართველ თანამშრომლებთან ერთად. გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას

ვაკანსია: გრაფიკული დიზაინერი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილ ის #2
სამუშაო საათები: 10:00 - 18:30 (შესვენება 13:00-13:30)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის დიზაინის შემუშავება;
** კატალოგების, ფლაერების, ბიზნეს ბარათებისა და სხვა მასალების გრაფიკული დიზაინის შექმნა;
** Facebook-ის, ონლაინ რეკლამების, კომპანიის საიტის შექმნა და მართვა;
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, ბეჭდური ფაილების მიწოდება, მომსახურების პირობების კონტროლი;
** პერიოდულად ინფორმაციული კონტროლი, აქტივობების განხორციელება სოციალურ ქსელებში (Facebook-Twitter-Linkedin - და ა.შ.)
** აქტივობების განხორციელება კომპანიის საიტზე;
** მარკეტინგული საქმიანობისთვის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** კრეატიული აზროვნება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პირადი და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Print

« იხ. ყველა სიახლე