ბეჭდვა |/ დახურვა |
UGT GROUP აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე (განათლება მარკეტინგის მიმართულებით კურსდამთავრებულები ან ბაკალავრის მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტი)
განაცხადების მიღების ვადა: 20.01.2018
თუ თქვენ გაქვთ განათლება მარკეტინგის მიმართულებით და ხართ ტექნოლოგიებით დაინტერესებული, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარტნიორების და ჯგუფის შვილობილი კომპანიების ტექნოლოგიური, საპროდუქტო და სხვა სიახლეების მომზადება და განთავსება ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში;
- ვებ-გვერდების ტექნიკური კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი განახლებების უზრუნველყოფა;
- ტექნიკური ბროშურების, წარმატების ისტორიების გაკეთება (კონტენტი, დიზაინი, აწყობა, განთავსება-გამოქვეყნება); -
ვებინარების პერიოდული მოწყობა და მონაწილეობა; -
- სემინარების მარკეტინგულ მხარდაჭერაში და სხვ.
სპეციალური უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელობა და ჯგუფში მუშაობის უნარი;
- ზეპირი და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- დოკუმენტაციის წერილობითი სახით ფორმირების კარგი უნარი;
- კრეატიულობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ახალი ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და ადვილად ათვისების უნარი.
კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით (ბაკალავრის მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი);
- თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
- შესაბამისი მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები:
- საოფისე და გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მისამართზე: ugtgrouphr@ugt.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და უნივერსიტეტი-თსუ
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: ugt.group