ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-21

სტაჟირება, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

სტაჟირება თსუ იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის!

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას იურიდიული მიმართულებით აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

განაცხადების მიღების ვადა: 28.02.2018

სამსახურის შესახებ: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA.

პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს უშუალოდ დეპარტამენტის იურისტებთან და განახორციელოს სამართლებრივი კვლევები, მონაწილეობა მიიღოს სამსახურის უფროსის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, ევროკავშირის დირექტივების შესწავლასა და ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანაში, სამსახურის სისტემაში შემოსული განცხადებების/წერილების განხილვაში, ასევე, გაიცნოს რეფორმის პროცესში ჩართული დინამიური ახალგაზრდა გუნდი.

მოთხოვნები : 
• იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
•შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანება, აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 17 ოქტომბრის N12 ბრძანება.
• ინგლისური ენის ცოდნა; 
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია, Microsoft office Word, Internet/ Web Browser) უნარ-ჩვევები: 
o დეტალებზე ორიენტირებულობა 
o ანალიზის უნარი 
o ადაპტაციის უნარი 
o კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი 
o გუნდური მუშაობის უნარი 
o მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
o მიზანდასახულობა 
o კრეატიულობა.

კანდიდატების შერჩევა ჩატარდება 3 ეტაპად: 
1. განცხადებების გადარჩევა; 
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის მომზადება; 
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (პირველი-მე-4 მუხლების, მე-10-27-ე მუხლების ჩათვლით) შესახებ პრეზენტაციის ჩატარება და გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (cv) და სამოტივაციო წერილი მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2018 წლის 28 თებერვლისა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამსახურის ვებ-გვერდს: https://www.saras.gov.ge/

Print

« იხ. ყველა სიახლე