ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-15

საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანსია, კომპანია სს „წყალი მარგებელი“

საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანსია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და/ან კურსდამთავრებულებისთვის!

განაცხადების მიღების ვადა: 07.02.2018

ნაბეღლავისა და ბახმაროს მწარმოებელი კომპანია სს „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:
• ქარხნის შეუფერხებლად მუშაობისთვის შესაბამისი ღონისძიების გატარება და მონიტორინგი; 
• არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობა ადგილობრივ და საზღვარგარეთის ქვეყნებში;
• შესყიდვების გეგმის შედგენა, პერიოდული განახლება და შესრულება;
• სასაწყობე მარაგების მართვა და პროგნოზირება (ნედლეული);
• წარმოების გეგმებზე დაყრდნობით ნედლეულის ნაშთების კონტროლი და შესაბამისი შეკვეთების გაკეთება, მომწოდებლებთან მუდმივი კონტაქტი;
• შესყიდვების ეფექტურობაზე მუდმივი მუშაობა;
• ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან შესაბამისი ურთიერთობის დამყარება;
• სატრანსპორტო კომპანიებთან შეხვედრა, კავშირების დამყარება, მოლაპარაკება, ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიწოდება და მიღება;
• ლოჯისტიკის მონაცემთა ბაზის დამუშავება და მონიტორინგი სხვადასხვა ქვეყნების და სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება - ეკონომიური, ბიზნეს ადმინისტრირება ბაკალავრი ან ბოლო კურსის სტუდენტი;
• რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Office (Excel, Word, Outlook).

უპირატესობად ჩაითვლება:
• გერმანული ენის ცოდნა;
• ტექნიკური საგნების ცოდნა;
• გამოცდილება ლოგისტიკისა და წარმოების სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში გადააგზავნეთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@healthywater.ge;  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.   
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 

Print

« იხ. ყველა სიახლე