ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-01-30

კომპანია Bestseller Property აცხადებს უფასო სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით

კომპანია Bestseller Property აცხადებს უფასო სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით
სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვეს შეადგენს. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და მუშაობას კომპანიაში გააგრძელებენ.

სამუშაოს აღწერილობა:
1. გასაყიდი ქონების ბაზების შექმნა, დაკომპლექტება და აღწერა, შესაბამის საინფორმაციო არხებზე განთავსება.
2. მოლაპარაკება გამყიდველთან კომპანიის სარგებელზე, იქნება ეს მეპატრონე თუ გაყიდვების სააგენტო.
3. ყოველკვირეული მასტერკლასი კომპანიისგან და განვითარება გაყიდვებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი, თუმცა სასურველია ბიზნესის
მიმართულებით.ტექნიკური მიმართულებით (სასურველია 4 კურსის სტუდენტი) ;
2. აუცილებელია Excel-ის ცოდნა.
3. ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა (წერა/საუბარი).

კომპეტენცია და უნარები
1. პუნქტუალური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
2. გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
3. მოტივირებული და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
4. გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე:
l.bakhtadze@bestseller.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით“
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა: 05.02.2020
Print

« იხ. ყველა სიახლე