Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ი, ჩვენთან სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია ეფლში მოლარე-კონსულტანტის, კონსულტანტის და კონსულტანტ-პროგრამისტის პოზიციაზე მუშაობა, თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი/ბათუმი
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** Apple-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
** გაყიდვებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:
** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწვეტის უნარი;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება სალაროს, გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.
ჩვენ შეგასწავლით:
** Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** სალარო ოპერაციების მართვას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას.
თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მაღალ მოტივაციაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, 20 ნოემბრამდე გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@itechnics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის და სამუშაო ადგილის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასატურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს"iTechnics"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მოაცემები 6 თვის განმავლობაში.
"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!