ბეჭდვა |/ დახურვა |
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე (განიხილებიან მაგისტრატურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით).
განაცხადის მიღების ვადა: 07.03.2018
მოვალეობები:
• კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
• აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადება;
• აუდიტორული რისკების იდენტიფიცირებაში უფროსი აუდიტორის დახმარება;
• უფროსი ადუტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება აუდიტის გეგმის შესაბამისად;
• ინტერვიუები კლიენტის კომპანიის თანამშრომლებთან;
• პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
• მენეჯერის/ჯგუფის ხელმძღვანელის დახმარება საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
• ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად;
• მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით. სასურველია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ორგანიზებული;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „აუდიტორი“.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.