ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-12-16

სტუდენტური სტაჟირება ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით

Forbes Woman Georgia აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით .

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ამბებს ბიზნესის , ეკონომიკის , ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებიდან .

ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე , მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე , კრეატიულ სტუდენტებს , რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების განვითარებაში .

ტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე . ჩვენ გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ გაიწვრთნათ მსოფლიოს ერთ - ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალების ლიცენზირებული პროდუქტის შექმნაში.

სარეგისტრაციო ფორმაში პირადი ინფორმაციის მითითების გარდა , უნდა ატვირთოთ თქვენი რეზიუმე და სტრატეგიული ხედვა , თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებიდან ერთ - ერთი (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram).

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა : 2019 წლის 25 დეკემბერი

სარეგისტრაციო ფორმა

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ : d.tsiramua@forbeswoman.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე