ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-05

ამბასადორის ვაკანსია, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი „Deskomy”

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი „Deskomy” აცხადებს ამბასადორის ვაკანსიას სტუდენტებისთვის.

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი „Deskomy” მსოფლიო ბაზარზე გასავლელად იწყებს გუნდის შეკრებას! გუნდში მოხვედრისთვის აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატი იყოს რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი. თითოეული უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შეირჩევა მხოლოდ ერთი სტუდენტი, რომელიც გახდება დესკომის წარმომადგენელი სწავლის პერიოდის დასრულებამდე, თუკი ის წარმატებით გაართმევს თავს, წარმოადგინოს Deskomy საკუთარ  უნივერსიტეტში.

Deskomy არის ონლაინ დესკტოპი, რომელიც საშუალებას გაძლევს მუდამ თან გქონდეს შენთვის სასურველი ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაცია, როგორიცაა: ელ-წიგნი, საპრეზენტაციო ფაილები, დავალებები და სხვა ელექტრონული სასწავლო მასალა. დესკომიზე რეგისტრაციის შემდეგ აღარ დაგჭირდება ლეპტოპის, ფლეშ მეხსიერების ბარათის და სხვა შესანახი მოწყობილებების ტარება, რადგან ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობიდან გაქვს წვდომა Deskomy-ს პირად ანგარიშზე - შესაბამისად, ნებისმიერ ფაილზე, რაც აქ გაქვს შენახული. 
Deskomy 2015 წელს გახდა Microsoft-ის რჩეული ჰაკათონში hack TSU, ასევე იყო პროექტის „Startup მარანი“ მონაწილე და გამარჯვებული პროექტში „სტარტაპ საქართველო“. 
მეტი ინფორმაციისთვის, დარეგისტრირდით: www.deskomy.com

ვინ არის Deskomy-ს ამბასადორი?
• ის, ვინც Deskomy-ს წარმოადგენს უნივერსიტეტის სივრცეში
• მოახდენს პლატფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სტუდენტებში
• დაინტერესებულ სტუდენტებს დაეხმარება პლატფორმის ფუნქციების გაცნობაში
• უზრუნველყოფს პლატფორმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ონლაინ სივრცეში და ასევე უნივერსიტეტის ლოკაციაზე 
• ორგანიზებას გაუწევს კონკრეტულ აქტივობებს უნივერსიტეტის ლოკაციაზე

შენ შეგიძლია გახდე ამბასადორი, თუ :
• ხარ II ან III კურსის სტუდენტი,
• გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიური სფერო, 
• ხარ კომუნიკაბელური და გყავს ბევრი მეგობარი უნივერსიტეტში,
• და ხარ ძალიან, ძალიან მიზანდასახული.

ჩვენ გთავაზობთ:
• შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის განვითარების გუნდის წევრი;
• შეიტანოთ საკუთარი წვლილი ერთ-ერთი პირველი ქართული, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნაში
• გახდეთ ინოვაციებზე ორიენტირებული, სასიამოვნო და მეგობრული გუნდის წევრი;
• განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია;

დესკომის ამბასადორები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში და ღონისძიებებში, დაიგეგმება პერიოდული შეხვედრები თბილისში და გასვლითი შეკრებები ქალაქგარეთ.

თუ თვლით, რომ Deskomy არის ის სტარტაპი, რომელიც სტუდენტებისთვის საჭირო და სასარგებლო პლატფორმას ქმნის, ველოდებით შენს CV-ს.
CV-ს გადმოსაგზავნად შექმენი საკუთარი ანგარიში ვებგვერდზე Deskomy.com, ატვირთე შენი CV ონლაინ დესკტოპზე და გაგვიზიარე (share > To friend’s desktop) ელ-ფოსტაზე ambassador@deskomy.com 
გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 მარტი (23:00) 
გისურვებთ წარმატებებს!
პროექტის საკონტაქტო პირი : ქეთი ქარსელაძე / keti@deskomy.com / 555 000 602

Print

« იხ. ყველა სიახლე