ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-05

სტაჟირების პროგრამა, საქართველოს სალიზინგო კომპანია (GLC)

საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია საქართველოს სალიზინგო კომპანია (GLC) აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტის მე-3, 4 კურსის სტუდენტებისთვის!


განაცხადების შეტანის ვადა: 09.02.2018

 თუ გსურს:

• სიღრმისეულად გაეცნო წარმატებული კომპანიის მუშაობის პრინციპს;
• შეისწავლო უამრავი რამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დაფინანსების ფორმის − ლიზინგის − შესახებ;
• შეიტანო საკუთარი წვლილი ბიზნესის წარმატებაში;
• ისწავლო პროფესიონალი მენტორებისგან;
• მიიღო გამოცდილება და შეიქმნა წარმატებული კარიერული საფუძველი;
• გახდე პოზიტიური, მეგობრული და ენერგიული გუნდის წევრი
• და სხვა მრავალი სიკეთე...

თუ ხარ:
• ენთუზიაზმით აღსავსე;
• განვითარების სურვილით გამსჭვალული;
• საინტერესო საქმიანობას მოწყ ურებული;
• ბიზნესის ან ეკონომიკის ფაკულტეტის III ან IV კურსის სტუდენტი,

რომელსაც:

• არ აფრთხობს სამ უშაოს შესრულების ვადები;
• შეუძლია არათუ დეტალებზე გაამახვილოს ყურადღება, არამედ, უბრალოდ, სხვანაირად ვერც კი წარმოუდგენია;
• უყვარს გუნდთან მუშაობა;
• აქვს ანალიზის უნარი;
• ერკვევა ფინანსებში
• და ცოტა საოფისე პროგრამებშიც, მაშინ გააგრძელე კითხვა...

ჩვენი სტაჟირების პროგრამა 4 წარმატებულ სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს დაინახოს სრული სურათი! 
სტაჟირება ანაზღაურებადია, დაიწყება თებერვალში და გაგრძელდება 6 დაუვიწყარი თვე. სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები მოივლიან საქართველოს სალიზინგო კომპანიის ყველა ბიზნესმიმართულებას, მიიღებენ პასუხს ყველა კითხვაზე და გაიგებენ, რა კეთდება იმისთვის, რათა ბიზნესმა შემოსავალი მიიღოს და კიდევ უფრო განვითარდეს:

• კორპორაციული ლიზინგი და კორპორაციული გაყიდვები
• საცალო ლიზინგი − ტურბო
• საცალო ლიზინგი − ავტომარტივი
• ფინანსები და ბუღალტერია
• აქტივების მართვა
• იურიდიული სამსახური
• პრობლემური პორტფელის მართვა
• სატელეფონო მომსახურების ცენტრი

და ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ საქართველოს სალიზინგო კომპანია (GLC), რომელიც 2001 წელს დაარსდა და პირველად შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს ლიზინგი, როგორც ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ამ მისიას დღესაც წარმატებით ვახორციელებთ და დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მათზე მორგებულ სალიზინგო მომსახურებას ვთავაზობთ.

2015 წლიდან ჩვენ ფიზიკურ პირებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ ისეთი სალიზინგო პროდუქტებით, რომლებიც ბაზარზე ამ დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი, ასეთებია:
• ავტომარტივი − რომელმაც ფიზიკურ პირებს პირველად მისცა შესაძლებლობა, ავტომობილი იმპორტით, განვადების საუკეთესო პირობებითა და გარანტიებით შეიძინონ, თან ეს ყველაფერი ძალიან მარტივად შეძლონ;
• საოპერაციო ავტოლიზინგი − მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროდუქტი ახალი ავტომობილით სარგებლობისთვის. ამ პროდუქტის დახმარებით ფიზიკურ და იურიდიულ პირს შესაძლებლობა ეძლევა, მინიმალური თანამონაწილეობითა და დაბალი ყოველთვიური გადასახადებით გამოიყვანოს ახალი ავტომობილი სალონიდან და ვადის ბოლოს დააბრუნოს განახლების მიზნით ან გამოისყიდოს ის;
• ტურბო − 2017 წლის სექტემბრიდან ჩვენ კიდევ ერთი ახალი პროდუქტი წარვუდგინეთ ბაზარს. ეს არის ტურბო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საცალო ავტოლიზინგის მომსახურების ფართო სპექტრს და თანხის მიღების ყველაზე მარტივ, სწრაფ და ყველასათვის ხელმისაწვდომ სერვისს.

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული და კომფორტული პროდუქტების შექმნა, რასაც ახალგაზრდა, ენერგიული და სიახლეებზე ორიენტირებული გუნდით წარმატებით ვახერხებთ.

თუ დაინტერესდი ჩვენი პროგრამით და ერთი სული გაქვს, ერთად შევუდგეთ საქმიანობას, გაგვიზიარე შენი რეზიუმე მისამართზე: internship@leasing.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე