ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-07

სტაჟირება, კომპანია BDO Solutions

კომპანია BDO Solutions აცხადებს 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას პროდუქტების წარმოების განყოფილებაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების და კურსდამთავრებულებისთვის.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კადრი დასაქმდება კომპანიაში.
განაცხადების მიღების ვადა: 14.03.2018

ფუნქცია/მოვალეობები:
• პროგრამის ფუნქციონალური ტესტირება;
• პროგრამული შეცდომების რეგისტრაცია და დიაგნოსტიკა;
• პროგრამის არსებული ფუნქციონალობის დახვეწის ინიცირება;
• პროგრამის ტექსტური და აუდიო დოკუმენტაციის მომზადება;
• სხვადასხვა პროგრამების მოკვლევა და ანალიზი (მათ შორის უცხოენოვანი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით ან მეოთხე კურსის სტუდენტი ამავე განხრით;
• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
• ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად;
• ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
• რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
• ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
• ინფორმაციის მოკლე დროში ათვისების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• პრობლემის გადაჭრის უნარი;
• გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• პუნქტუალურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ასისტენტი (სტაჟიორი) წარმოების განყოფილებაში “.

Print

« იხ. ყველა სიახლე