ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-28

პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსია, სადაზღვევო კომპანია „იმედი L“

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე .

სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N9
სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი, 2018 წელი.

ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის სტრუქტურული ერთეულების პროგრამული მხარდაჭერა;
• არსებულ პროგრამებში ხარვეზების აღმოჩენა და კორექტირება;
• თანამშრომლებისათვის კომპანიაში არსებულ აპლიკაციებზე წვდომის გაწერა;
• თანამშრომლების მიერ განხორციელებული ოპერაციების კორექტირება;
• მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, განახლება და განვითარება;
• მოთხოვნილი რეპორტების გენერირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• Transact SQL-ის საფუძვლიანი ცოდნა;
• Microsoft SQL Server Management Studio-ის საფუძვლიანი ცოდნა;
• Microsoft SQL Server Report Builder-ის ცოდნა;
• DevExpress XAF WIN/WEB Report Designer-ის ცოდნა;
• Microsoft Office პროგრამები სრულყოფილად.

აუცილებელი უნარები:
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მასალის სწრაფად ათვისების უნარი;
• სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

Print

« იხ. ყველა სიახლე