ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-29

ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია, კომპანია "ტელექსი"

კომპანია ტელექსი  აცხადებს ვაკანსიას  ქოლ-ცენტრის ოპერატორის  პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 31.01.2018
 განაცხადის გაკეთება შეუძლია:
** ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

 შეთავეზება კომპანიისგან: 
** ტრენინგები
** საოფისე სამუშაო
** ზრდადი ანაზღაურება 
** სამოტივაციო სქემები
** კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული ატმოსფერო
** კომფორტული სამუშაო გარემო.

 სამუშაო გრაფიკი:
** მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00 - 16:00; 16:00 - 22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა
** შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან. (ფიქსირებული ანაზღაურება იწყება  200 ლარიდან  და მოქმედებს ყოველთვიური, ზრდადი საბონუსე სქემა გაყიდვების მოცულობის შესაბამისად 8%-დან 15%-მდე).
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა # 7

ძირითადი მოთხოვნები:
** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება 
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება
** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ 
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა 
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

 უნარ-ჩვევები: 
** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** მოქნილობა, დიპლომატიურობა 
** მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
** ორგანიზებულობა 
** შედეგზე ორიენტირებულობა.

 შერჩევის ეტაპები;
** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება
** შერჩეული კანდიდატები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და ანაზღაურებად სტაჟირებას

 დაინტერესების სემთხვევაში  თქვენი რეზიუმე გადააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@telex.ge    
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
Print

« იხ. ყველა სიახლე