ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-04

სტაჟირება, კომპანია "დუალმაინდ"

ბიოსამედიცინო სერვისის მომსახურებისა და ბიოსამედიცინო აპარატურის იმპორტიორი კომპანია "დუალმაინდ" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამედიცინო ინჟინერის ორ ვაკანტურ პოზიციაზე (გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით).
განიხილებიან მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც. საწყის ეტაპზე სამუშაო გრაფიკი სტუდენტებისთვის შეთავსებადი იქნება.

სამედიცინო ინჟინერის ძირითადი მოვალეობა იქნება ტექნიკური ინჟინერის ასისტირება და სხვადასხვა ტექნიკური დავალებების გადაწყვეტა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება 
- სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა 
- ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა 
- მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ
- სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი

კომპანია DualMind შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ბიოსამედიცინო კომპანიაში, საინტერესო სამუშაო გამოცდილების მიღებას მეგობრულ გარემოში და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე შევსებული რეზიუმე და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტუდენტების შემთხვევაში ცნობა უმაღლესისასწავლებელში სწავლის შესახებ) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ე ლ. ფოსტაზე mikheil+hr@dualmind.ge არაუგვიანეს 12 აპრილისა.

Print

« იხ. ყველა სიახლე