ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-28

1C პროგრამისტის ვაკანსია, კომპანია BDO Solutions

კომპანია BDO Solutions აცხადებს 1C პროგრამისტის ვაკანსიას!

კომპანია ბიდიო სოლუშენსი კომპანია BDO-ს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაა, რომელსაც ბაზარზე ყოფნის 12 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. BDO Solutions-ი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.

ფუნქცია/მოვალეობები:
• 1C:Enterprise 8 პლატფორმის გამოყენებით Windows, Web და Mobile აპლიკაციების შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში
• 1C:Enterprise 8 პლატფორმის მექანიზმების კარგად ცოდნა
• 1C:Enterprise 8 სისტემაში პროგრამისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
• 1C:Enterprise 8-ის დანერგვის ან შემუშავების პროექტებში მონაწილეობა
• სასურველია 1C -ის მართვად ინტერფეისთან მუშაობის გამოცდილება
• რუსული ენის კარგად ცოდნა
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:
• კომპანიაში არსებული სტანდარტების სწრაფი ათვისება
• მოთხოვნების ანალიზის და კარგი კომუნიკაციის უნარი
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
• ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „1C პროგრამისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 09.04.2018 .
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე