ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-04

სტაჟირება, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო დაზღვევის ზარალების სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ალ. ყაზბეგის გამზ. 25
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00 
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი) 
ვაკანტური რაოდენობა: 2

სტაჟიორი ავტო ზარალების მომსახურების მენეჯერებს ასისტირებას გაუწევს შემდეგი დავალებების შესრულების დროს:
• ავტო ზარალების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს შემთხვევის ადგილზე გასვლა და კლიენტებთან შეხვედრა;
• კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად;
• დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება; 
• კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, ზარალის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
• მართვის მოწმობა (B კატეგორია).

აუცილებელი უნარები:
• კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
• კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
• დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
• აქტიური მოსმენის უნარი;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
• ორგანიზებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - „ავტო დაზღვევის ზარალების სტაჟიორი“.

Print

« იხ. ყველა სიახლე