ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-28

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსია, სადაზღვევო კომპანია „იმედი L“

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე .

სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N9
სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00; 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი, 2018 წელი.

ძირითადი მოვალეობები: 
• კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ტექნიკური მხარდაჭერა;
• კომპანიის საკომუნიკაციო და კომპიუტერული ქსელების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
• თანამშრომლების კომპიუტერული ქსელის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
• ახალი თანამშრომლისთვის იუზერის დარეგისტრირება და შესაბამისი წვდომების გაწერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სერვერული ინფრასტრუქტურის არქიტექტურული ცოდნა;
• ფიზიკური და ვირტუალური სერვერების მუშაობის მონიტორინგი;
• ოპერაციული სისტემებისა და პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
• პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
• Active Directory, DHCP, DNS, NLB, Terminal Server, Fileserver – თან მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მასალის სწრაფად ათვისების უნარი;
• სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი

Print

« იხ. ყველა სიახლე