ბეჭდვა |/ დახურვა |
კომპანია BDO Solutions აცხადებს 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას მხარდაჭერისა და სტანდარტული სერვისების დეპარტამენტში.
კომპანია ბიდიო სოლუშენსი კომპანია BDO-ს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაა, რომელსაც ბაზარზე ყოფნის 12 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. BDO Solutions-ი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27.02.2018
ფუნქცია/მოვალეობ ები:
• კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება
• ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
• პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება
• მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
• ACCA - ის სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
• რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
• ინგლისური ენის ცოდნა
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „მხარდაჭერის კონსულტანტი“.