ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-28

შემომყვანი ტურ-ოპერატორის ვაკანსია, ტურისტული კომპანია „Tbilisi Travel”

ტურისტული კომპანია „Tbilisi Travel” აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება, (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები). განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
* საუსრველია ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
* ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
* საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint, PDF);
* მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
*ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
* დროის მართვის უნარი;
* კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
* გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი;
* ანალიტიკური აზროვნება.
ძირითადი მოვალეობები:
* ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მომზადება;
* მომზადებული ტურების პარტნიორებისთვის და ტურისტებისთვის შეთავაზება’
* კლიენტების მოძიება;
* გაყიდვების პროცესის მონიტორინგი;
*რეზერვაციების კონტროლი;
*რეზერვაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

პირობები:
შერჩეული კანდიდატები კვალიფიკაციიდან გამომდინარე გაივლიან სტაჟირებას 2 თვე.

** სამუშაო დღეები და საათები სტაჟირების დროს: კვირაში 5 სამუშაო დღე, 30 საათი.

** სამუშაო დღეები და საათები შტატში ჩასმის შემდეგ: კვირაში 6 სამუშაო დღე, 48 საათი.

**სტაჟირების პერიოდში ანაზღაურება: ფიქსირებული 125 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გააგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: Helen@tbilisitravel.org და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “შემომყვანი ტურ-ოპერატორი“

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 მარტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე