ბეჭდვა |/ დახურვა |
იურიდიული კომპანია „ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე (იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის):
განაცხადების მიღების ვადა: 18.02.2018
ძირითადი მოვალეობები:
* ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
* ხელშეკრულებების, სასარჩელო მოთხოვნების, შესაგებლებისა და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა, შესწავლა და დამუშავება;
* კომპანიის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა;
* ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* იურიდიული განათლება ბაკალავრიატის ხარისხით /დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
* სასამართლოში გავლილი სტაჟირება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით;
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
* საოფისე კომპიუტერული პროგრამები
დამატებითი მოთხოვნები:
* ანალიტიკური უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* გადმოცემისა და იურიდიული მოთხოვნების განმარტების კარგი უნარი;
* პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა;
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება 3 თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: vm.lawoffice2@gmail.com (გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).