ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-13

კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში

კომპანი

კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში

 

  ბიდიო არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია , რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს , იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს . 200- ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით , რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი , ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე -3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის .

 

ადგილმდებარეობა

. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება

სტაჟიორი , აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულება

ხანგრძლივობა

6 თვე - კანდიდატები , რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან , დასაქმდებიან კომპანიაში

სამუშაო საათები

სრული სამუშაო გრაფიკი , ორშაბათი - პარასკევი

აღწერა

  ფუნქცია / მოვალეობები

 

·          კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება

·          აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება

·          უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება

·          პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

·          პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

·          სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა

·          სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები :

·          განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის , აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით ( განიხილებიან მე -4 კურსის სტუდენტებიც )

·          ინგლისური ენის ცოდნა ( წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

·          MS Office- ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

·          ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

·          გუნდურად მუშაობის უნარი

·          ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

ის კანდიდატები , რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს , გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს :

 

I ტესტირება  - ტესტირება

II გასაუბრება - გასაუბრებები

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ , Subject- ში მიუთითოთ სტაჟიორი - აუდიტი “. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.02.2020

 

გთხოვთ , გაითვალისწინოთ , რომ თქვენ მიერ ვაკანსიის / სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან / და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს ( დამფუძნებელი / შვილობილი კომპანიები ) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული ( გადმოგზავნილი ) რეზიუმეს ან / და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება , მათ შორის ბაზაში შენახვა , არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე . აღნიშნულის მიზანია , სამომავლოდ , შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში , გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც . იმ შემთხვევაში , თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს ( აც ) ასეთ შემთხვევაში , თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით , მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა . მნიშვნელოვანია , აცნობიერებდეთ , რომ უკანასკნელ შემთხვევაში , ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ .

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე