ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-02

სტაჟირება IT დეპარტამენტში, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას IT დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე: პროგრამების მხარდაჭერის სპეციალისტი და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი (ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვია).

განაცხადების მიღების ვადა: 15.02.2018

20 წლიანი გამოცდილების მქონე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე 20 წლიანი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანიამ ჰოლდინგის სახე მიიღო. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს:www.gig.ge.

1. პროგრამების მხარდაჭერის სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:
• თანამშრომელთა დახმარება HR სოფტსა და დოკუმენტთბრუნვის პროგრამაში მუშაობისას
წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში;
• პროგრამის ხარვეზების იდენტიფიცირება, გადაწყვეტის გზის მოძებნა;
• თანამშრომლების ინფორმირება ხარვეზების მოგვარების გზებისა და ვადების შესახებ;
• პროგრამის ხარვეზების რეესტრის წარმოება, კლასიფიკაცია ხარვეზის/შეკითხვის ტიპების
მიხედვით, ხარვეზების მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობა და მუდმივი მონიტორინგი;
• მომხმარებელთა მხრიდან და მომხმარებელთათვის პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შექმნა და მუდმივი განახლება;
• პროგრამის მომხმარებელთა ტრენინგები, დისტანციური და ადგილობრივი კონსულტაციის გაწევა;
• ახალი მომხმარებლების შექმნა და პაროლებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
• მომხმარებელთათვის ადგილზე დახმარების საჭიროებაზე დროული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროფესიული ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინიტრირებისა ან ინფორმაციული
ტექნოლოგიების მიმართულებით;
• ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
• Microsoft Office–ის მაღალ დონეზე ცოდნა.

2. ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:
• თანამშრომელთა დახმარება კომპიუტერთან მუშაობისას წარმოქმნილი პრობლემების
მოგვარებაში;
• პრობლემის ხარვეზების იდენტიფიცირება;
• პრობლემის გადაწყვეტის გზის მოძებნა;
• თანამშრომლების ინფორმირება ხარვეზების მოგვარების გზებისა და ვადების შესახებ;
• პრობლემის,ხარვეზების რეესტრის წარმოება, კლასიფიკაცია ხარვეზის/შეკითხვის ტიპების მიხედვით, ხარვეზების მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობა და მუდმივი მონიტორინგი;
• მომხმარებელთა მხრიდან და მომხმარებელთათვის პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შექმნა და მუდმივი განახლება;
• მომხმარებელთა ტრენინგები, დისტანციური და ადგილობრივი კონსულტაციის გაწევა;
• მომხმარებელთათვის ადგილზე დახმარების საჭიროებაზე დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროფესიული ან უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
• ტექნიკური აზროვნება;
• Microsoft Office–ის ცოდნა. 
ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:
• კორპორატიული სადილი;
• ფიტნეს-დარბაზი;
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
• მიიღებიან მაგისტრატურის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის
მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი
თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Print

« იხ. ყველა სიახლე