ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-02

ასოცირებული კორპორატიული ბანკირის ვაკანსია ფოთში, სს“საქართველოს ბანკი“

ვაკანსია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის (განსაკუთრებით ვინც წარმოშობით ფოთიდან არის).

სს“საქართველოს ბანკის“ კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული კორპორატიული ბანკირის თანამდებობაზე ფოთში.

პოზიციის მიზანი:
კორპორატიული კლიენტების პორტფელის განვითარება: ახალი კლიენტების მოზიდვა, საჭიროებების დადგენა და სრული სერვისის შეთავაზება, არსებული კლიენტების მომსახურება ნებისმიერი ტიპის შეფერხების მოგვარება და კოორდინირება. კლიენტის მხრიდან სასესხო პროდუქტის მოთხოვნის შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
• კორპორატიული კლიენტების მომსახურების გაწევა;
• საქართველოს ბანკის ჯგუფში არსებული საბანკო და არასაბანკო პროდუქტების გაყიდვა;
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი, მათი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი საბანკო და არასაბანკო პროდუქტების შეთავაზება;
• ჯგუფის ფარგლებში ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებული მომსახურების კუთხით არსებული საკითხების ოპერატიული მოგვარება, საჭიროების მიხედვით კომპანიის გადამისამართება შესაბამის ბიზნეს სტრუქტურასთან.
• სეილს ნოტების მომზადება;
• მონაცემთა ბაზების განახლება;
• ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან კომპანიის შესაბამისი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი - ფინანსები / ეკონომიკა / საბანკო საქმე / ბიზნესის ადმინისტრირება. განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;

სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა და უნარები:
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• ეფექტური კომუნიკაცია;
• მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
• შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cbvacancy@bog.ge 10 აპრილის ჩათვლით.

Print

« იხ. ყველა სიახლე