ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-01

სტაჟირება, კომპანია BDO

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის განყოფილებაში ასისტენტის პოზიციაზე.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კადრი დასაქმდება კომპანიაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების განხრით, სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (დამამთავრებელი კურსი ან/და კურსდამთავრებულები); 
• ინგლისური ენის ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; 
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
• პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ასისტენტი - აუდიტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 07.03.2018

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე