ბეჭდვა |/ დახურვა |
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს 3 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას ქონებრივი ზარალების მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 22.01.2018
ძირითადი მოვალეობები:
• ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღება და შემოწმება
• ზარალის დასარეგულირებლად აუცილებელი დოკუმენტაციის ადმინისტრირება
• სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება
• ზარალის დასარეგულირებლად მოსული კლიენტთა პირველადი კონსულტაციის გაწევა და მათგან საბუთების მიღება
• სატელეფონო კომუნიკაცია კლიენტებთან
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
• მნიშვნელოვანია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
• სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში
პიროვნული უნარები:
• დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• ორგანიზებულობა: დროის მართვა, დოკუმენტებთან მუშაობა და სხვა
• სწრაფად სწავლის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, Subject line–ში მიუთითოთ “სტაჟიორი”