2018-01-09

არაანაზღაურებადი სტაჟირება ქონებრივი ზარალების მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს 3 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას ქონებრივი ზარალების მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.

განაცხადების მიღების ვადა: 22.01.2018

ძირითადი მოვალეობები:

• ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღება და შემოწმება
• ზარალის დასარეგულირებლად აუცილებელი დოკუმენტაციის ადმინისტრირება
• სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება
• ზარალის დასარეგულირებლად მოსული კლიენტთა პირველადი კონსულტაციის გაწევა და მათგან საბუთების მიღება
• სატელეფონო კომუნიკაცია კლიენტებთან

აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
• მნიშვნელოვანია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
• სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში

პიროვნული უნარები:

• დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა 
• ორგანიზებულობა: დროის მართვა, დოკუმენტებთან მუშაობა და სხვა
• სწრაფად სწავლის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, Subject line–ში მიუთითოთ “სტაჟიორი”

Print

« იხ. ყველა სიახლე