ბეჭდვა |/ დახურვა |
თსუ-ს სტუდენტთა კარიერულ ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ (პრიორიტეტი: სოც. პოლ. მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა მაგისტრატურის სტუდენტები):
თსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრს სჭირდება 10-მდე სტაჟიორი კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევის ჩასატარებლად, ასევე დასაქმების ფორუმების ორგანიზებისა და შესაბამისი კითხვარების ანალიზისთვის.
სტაჟირება არაანაზღაურებულია, მაგრამ გრაფიკი თავისუფალია, სტაჟიორს მოუწევს კვირაში 2-3-ჯერ მოს
ვლა რამდენიმე საათით მისთვის მოხერხებულ დროს. სამუშაოს ნაწილის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად. სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
მოთხოვნები:
უპირატესობა მიენიჭება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს ან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს. ( სხვა სპეციალობის შემთხვევაში კანდიდატი უნდა ფლობდეს ქვემოთ მითითებულ ცოდნასა და ჩვევებს).
სავალდებულოა კვლევის მეთოდოლოგიის ცოდნა (სასურველია პრაქტიკული გამოცდილება): კითხვარების შედგენა, ინტერვიუ, კითხვარის შედეგების ანალიზი და შესაბამისი კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
სტაჟიორები იმუშავებენ ასევე დასაქმების ფორუმის მომზადებასა და მისი შედეგების ანალიზზე.
დაინტერესებულებმა 30 მარტის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ СV ქართულად მისამართზე career@tsu.ge და საგნის ველში მიუთითონ: "ცენტრის სტაჟიორი".