2018-03-22

სტაჟირება, თსუ-ს სტუდენტთა კარიერული ცენტრი

თსუ-ს სტუდენტთა კარიერულ ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ (პრიორიტეტი: სოც. პოლ. მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა მაგისტრატურის სტუდენტები):

თსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრს სჭირდება 10-მდე სტაჟიორი კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევის ჩასატარებლად, ასევე დასაქმების ფორუმების ორგანიზებისა და შესაბამისი კითხვარების ანალიზისთვის. 
სტაჟირება არაანაზღაურებულია, მაგრამ გრაფიკი თავისუფალია, სტაჟიორს მოუწევს კვირაში 2-3-ჯერ მოს ვლა რამდენიმე საათით მისთვის მოხერხებულ დროს. სამუშაოს ნაწილის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად. სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

მოთხოვნები: 
უპირატესობა მიენიჭება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს ან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს. ( სხვა სპეციალობის შემთხვევაში კანდიდატი უნდა ფლობდეს ქვემოთ მითითებულ ცოდნასა და ჩვევებს).

სავალდებულოა კვლევის მეთოდოლოგიის ცოდნა (სასურველია პრაქტიკული გამოცდილება): კითხვარების შედგენა, ინტერვიუ, კითხვარის შედეგების ანალიზი და შესაბამისი კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

სტაჟიორები იმუშავებენ ასევე დასაქმების ფორუმის მომზადებასა და მისი შედეგების ანალიზზე.

დაინტერესებულებმა 30 მარტის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ СV ქართულად მისამართზე career@tsu.ge და საგნის ველში მიუთითონ: "ცენტრის სტაჟიორი".

Print

« იხ. ყველა სიახლე