ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-16

ისტორიის კათედრის სტაჟიორი, „ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ აცხადებს კონკურსს ისტორიის კათედრის სტაჟიორის პოზიციაზე (ანაზღაურებით), დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.

თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს,ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 21 იანვარი.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. 
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე