ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-29

ERP გადაწყვეტილების კონსულტანტის ვაკანსია გაყიდვების განყოფილებაში, კომპანია BDO Solutions

ვაკანსია ბიზნესისა და ეკონიმიკის ფაკულტეტის მაგისტრანტების ან კურსდამთავრებულებისთვის!

კომპანია BDO Solutions აცხადებს ERP გადაწყვეტილების კონსულტანტის ვაკანსიას გაყიდვების განყოფილებში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 07.02.2018.

ძირითადი ამოცანები:

• პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების გაყიდვების წარმოება;
• ბიზნეს მიმართულებების გამოვლენა, რომლის დაკმაყოფილებაც ეფექტიანად შესაძლებელია არსებული პროგრამული პროდუქტით;
• ბაზრის საჭიროების ანალიზის საფუძველზე, გასავითარებელი ფუნქციონალისა და პროდუქტების ინიცირება/სტიმულირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
• ERP სისტემის დანერგვის და/ან ადმინისტრირების კუთხით მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
• B2B გაყიდვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• პრეზენტაციის ჩატარების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
• საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

მოცემულ პოზიციაზე მუშაობა კარგი თვითრეალიზების საშუალებაა მათთვის, ვინც თვლის რომ შეუძლია:

• პროდუქტის შესაძლებლობების დემონსტრირება/პრეზენტაცია; 
• სხვადასხვა სფეროს ბიზნეს პროცესების ანალიზი;
• კლიენტებისთვის კონსულტაციების წარმოება და მათთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
• პროგრამული პროდუქტების და ბიზნეს ტექნოლოგიური სიახლეების ანალიზი;
• პროგრამული პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ERP გადაწყვეტილების კონსულტანტი“. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ინახება კომპანიის ბაზაში 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, კვლავ განიხილონ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მისწეროთ კომპანიას, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე