ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-04

სტაჟირება სიცოცხლის დაზღვევის ზარალების განყოფილებაში, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს  სტაჟირებას სიცოცხლის დაზღვევის ზარალების მიმართულებით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი)
სამუშაო ადგილმდებარეობა: პუშკინის 3

ფუნქცია-მოვალეობები:
• ინფორმაციის მიღება დაზღვეულთან დაკავშირებით და ბაზაში დაფიქსირება;
• პოლისებისა და ხელშეკრულების მოძიება, აღრიცხვა;
• ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
• საკონტაქტო პირთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
• უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
• აუცილებელია სამედიცინო განათლების (სამკურნალო, სტომატოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მედიცინა) სტუდენტი/კურსდამთავრებული
• მნიშვნელოვანია MS Office-ის პროგრამების ცოდნა
• მნიშვნელოვანია რუსული ან/და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდა.

აუცილებელი უნარები:
• პასუხისმგებლიანი
• კომუნიკაბელური
• ანალიტიკური აზროვნება
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
• ორგანიზებული
• დროის განაწილების/მართვის უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Intern_aldagi@aldagi.ge 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - „ სიცოცხლის დაზღვევის ზარალების სტაჟიორი“

Print

« იხ. ყველა სიახლე