ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-23

სერვისის კონსულტანტის (ქრიუ) ვაკანსია, "ვენდის"

"ვისოლ ჯგუფის" ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი - "ვენდის" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის (ქრიუ) პოზიციაზე თბილისში.

განაცხადების მიღების ვადა: 05.05.2018

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
• შემოსული მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
• რესტორანში ერთი ან რამოდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი; 
• უზრუნველყოს კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
• ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
• უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
• მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად); 
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook) (ჩაითვლება პრიორიტეტად).

პიროვნული მახასიათებლები: 
• სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
• სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
• დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
• ინიციატივის გამოჩენა;
• კომუნიკაბელურობა;
• პუნქტუალურობა;
• ორგანიზებულობა;
• მოტივირებულობა;
• კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი

სამუშაო განაკვეთი - 40 საათი კვირაში (მუშაობა ცვლებში, ცვლა არის 8 საათაიანი) 5 დღიანი სამუშაო კვირა. სახელფასო განაკვეთი 450 ლარი ხელზე ასაღები. ასევე შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობა - ანაზღაურება 225 ლარი (20 საათი კვირაში)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@wendys.ge

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

Print

« იხ. ყველა სიახლე