ბეჭდვა |/ დახურვა |
კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროგრამისტის პოზიციაზე (კომპიტერული მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისთვის):
განაცხადების მიღების ვადა: 31.05.2018
სამუშაოს აღწერა:
ჩვენი საქმიანობის სფეროების შესაბამისად სპეციალური პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება/ადაპტირება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად მთავარი პროგრამისტის ხელმძღვანელობით;
ახალი ტექნოლოგიების ათვისება საჭიროების შესაბამისად;
ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
საჭიროებისამებრ დამკვეთთან ურთიერთობა პროექტის ფარგლებში პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით (განვიხილავთ ამავე სპეციალობის სტუდენტებს, სასურველია III-IV კურსი);
** სრული (კვირაში 40 საათი) ან მინიმუმ ნახევარი განაკვეთით (კვირაში 20 საათი) ჩართვის შესაძლებლობა; შემდეგი ტექნოლოგიებიდან ერთის ცოდნა მაინც:
** SQL-სა და მონაცემთა ბაზებთან (Microsoft SQL Server, MySQL) მუშაობის ცოდნა;
** Web Interface-ის (HTML/CSS, Javascript, Jquery, AJAX) შექმნის შესაძლებლობა;
** PHP/JavaScript ტექნოლოგიები;
** Microsoft .Net პლატფორმასთან და C#-თან მუშაობის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება დიდ უპირატესობად) და ინგლისური (აუცილებელია) ენის ცოდნა.
თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოგვიგზავნონ რეზუმე და მოტივაციის წერილი (სასურველია) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: Info@ideadesignGroup.ge, mzangaladze@gmail.com . წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსია - დეველოპერი.
კომპანიის შესახებ
კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა სფეროში 2008 წლიდან.
ჩვენი მიმართულებებია:
ვებდიზაინი და დეველოპმენტი;
დიზაინი და ბრენდინგი
კონსალტინგი საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავება;
მობილური აპლიკაციები;
გეოსაინფორმაციო სისტემების (გის) შემუშავება;
კარტოგრაფია;
გის ანალიზი;
ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე www.ideadesigngroup.ge