2018-05-04

უმცროსი პროგრამისტის ვაკანსია, კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი

კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროგრამისტის პოზიციაზე (კომპიტერული მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისთვის):
განაცხადების მიღების ვადა: 31.05.2018

სამუშაოს აღწერა:
 ჩვენი საქმიანობის სფეროების შესაბამისად სპეციალური პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება/ადაპტირება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად მთავარი პროგრამისტის ხელმძღვანელობით;
 ახალი ტექნოლოგიების ათვისება საჭიროების შესაბამისად;
 ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
 საჭიროებისამებრ დამკვეთთან ურთიერთობა პროექტის ფარგლებში პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით.

მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით (განვიხილავთ ამავე სპეციალობის სტუდენტებს, სასურველია III-IV კურსი);
** სრული (კვირაში 40 საათი) ან მინიმუმ ნახევარი განაკვეთით (კვირაში 20 საათი) ჩართვის შესაძლებლობა; შემდეგი ტექნოლოგიებიდან ერთის ცოდნა მაინც:
** SQL-სა და მონაცემთა ბაზებთან (Microsoft SQL Server, MySQL) მუშაობის ცოდნა;
** Web Interface-ის (HTML/CSS, Javascript, Jquery, AJAX) შექმნის შესაძლებლობა;
** PHP/JavaScript ტექნოლოგიები;
** Microsoft .Net პლატფორმასთან და C#-თან მუშაობის ცოდნა;

** რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება დიდ უპირატესობად) და ინგლისური (აუცილებელია) ენის ცოდნა.

თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოგვიგზავნონ რეზუმე და მოტივაციის წერილი (სასურველია) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: Info@ideadesignGroup.ge, mzangaladze@gmail.com . წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსია - დეველოპერი.

კომპანიის შესახებ

კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა სფეროში 2008 წლიდან.

ჩვენი მიმართულებებია:
 ვებდიზაინი და დეველოპმენტი;
 დიზაინი და ბრენდინგი
 კონსალტინგი საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
 სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავება;
 მობილური აპლიკაციები;
 გეოსაინფორმაციო სისტემების (გის) შემუშავება;
 კარტოგრაფია;
 გის ანალიზი;
 ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე www.ideadesigngroup.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე